თურქეთში კორონავირუსის 993 ახალი შემთხვევა დადასტურდა

22:47, 09.06.2020

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 993 ადამიანს დაუდასტურდა, 18 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ჯანდაცვის მინისტრზე ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია ინფიცირების 172 114 შემთხვევა. დაავადებას საერთო ჯამში 4 729 პაციენტი ემსხვერპლა.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3 218-ით გაიზარდა და ჯამში 144 598 შეადგინა.

მსგავსი