თურქეთში კორონავირუსის 983 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში კორონავირუსის 983 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის 983 ახალი შემთხვევა და ვირუსით გარდაცვალების 26 ფაქტი დაფიქსირდა.

შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყნის მასშტაბით 163 103-ს მიაღწია.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში 4 515 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში დღემდე ვირუსისგან განიკურნა 127 ათასამდე ადამიანი.