თურქეთში კორონავირუსის 7 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 7 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსის 7 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 137 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 11 180-ით გაიზარდა. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა კი, 1 391-ს შეადგენს.

პანდემიის გამოცხადების დღიდან, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 5,23 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 5,09 მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 47 271 შეადგინა.

ამასთან ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან, 29 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 28.7 მილიონი დოზაა გაკეთებული. აქედან 16,4 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, ორივე დოზა კი, 12,2 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს მიღებული.