თურქეთში კორონავირუსის 44 756 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში კორონავირუსის 44 756 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 44 756 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსით 186 ადამიანი გარდაიცვალა.

თურქეთის საავადმყოფოებში ამჟამად 2 231 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობაც მძიმედ ფასდება.