თურქეთში კორონავირუსის 14 046 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 63 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში კორონავირუსის 14 046 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 63 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 14 046 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 63 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 835 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 29 290-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9 231-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 650 ათასს გადააჭარბა. 1 310 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.