თურქეთში კორონავირუსის 1 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი
თურქეთში წინა დღესთან შედარებით „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 1 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, 264-ით მეტია. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 176 677 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ით 14 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ს 4 792 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თურქეთში ივნისის დასაწყისში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.