თურქეთში ხმათა 95%-ის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 52.74 პროცენტით იმარჯვებს
თურქეთში ხმათა 95%-ის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 52.74 პროცენტით იმარჯვებს

თურქეთის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, 52.74 პროცენტით რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმარჯვებს.

მეორე ადგილს იკავებს მოჰარემ ინჯე ხმათა 30.72 პროცენტით. მესამე ადგილზე გადაინაცვლა სალაჰათთინ დემირტაშმა ხმათა 8 პროცენტით. მეოთხე ადგილს იკავებს მერალ აქშენერი, რომელსაც ხმების 7.44 პროცენტი აქვს.

რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკური პარტიების მონაცემები ასეთია: 42.55 პროცენტი მიიღო მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“. მეორე ადგილზეა ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“, 22.66 პროცენტით. მესამე ადგილს ინარჩუნებს „ნაციონალისტური პარტია“ 11.22 პროცენტით, მეოთხე ადგილზე კი „სახალხო დემოკრატიული პარტიაა“, რომელსაც ხმების 11.11 პროცენტი აქვს.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე 10%-იანი ბარიერი გადალახა მეხუთე პარტიამ. ეს მერალ აქშენერის „კარგი პარტიაა“ ხმათა 10.06 პროცენტით.