თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი სავარაუდო წევრი დააკავეს, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოზე აპირებდნენ თავდასხმას.
თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქალაქ სამსუნში ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ერაყის მოქალაქეები არიან და კონფლიქტურ ზონებთან ჰქონდათ კონტაქტი.
ანკარის პროკურატურამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობის ბრალდებით საერთო ჯამში 20 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.