თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს.

რეიდები ქვეყნის 37 ქალაქსა და პროვინციაში ჩატარდა. მათ შორის, ანკარაში, სტამბოლში, ანტალიაში, ბურსაში, დიარბაქირსა და გაზიანტეპში.

ხელისუფლების ცნობით, ეჭვმიტანილები სინაგოგებსა და ეკლესიებზე გეგმავდნენ თავდასხმას.

ცოტა ხნით ადრე, თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირის დაკავების შესახებაც განაცხადა, რომლებიც ხელისუფლების თქმით, ერაყის საელჩოზე გეგმავდნენ თავდასხმას.