თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ, აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდნენ
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ, აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდნენ

თურქეთის სამხრეთ ნაწილში პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 13 ადამიანი დააკავა.

სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებულები ანკარაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდნენ.

თურქული სააგენტოს ცნობით, რეიდები ქალაქ ადანას რამდენიმე რაიონში ჩატარდა. სპეცოპერაციაში უსაფრთხოების სამმართველოს კონტრტერორისტული დეპარტამენტის სპეცდანაყოფები მონაწილეობდენ. დაკავებულ პირებს შორის არიან სირიელი.

4 მარტს ანკარაში აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების გამო მუშაობა შეაჩერა. მოგვიანებით თურქეთის დედაქალაქის მერიამ განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამერიკული დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით ზომებს მიმართავენ.