თურქეთში ISIS-თან კავშირის ბრალდებით უცხოეთის რვა მოქალაქე დააკავეს
სტამბოლში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით უცხოეთის რვა მოქალაქე დააკავეს. გამოცემა Anadolu-ს ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა სპეცოპერაცია სტამბოლის ცხრა რაიონში 14 სხვადასხვა მისამართზე ჩაატარეს.
თურქმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია 11 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ დაგეგმეს, რომლებიც სავარაუდოდ, ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.
დანარჩენი სამი ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.