თურქეთში ISIS-თან კავშირის ბრალდებით უცხოეთის რვა მოქალაქე დააკავეს

12:48, 14.06.2018

სტამბოლში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით უცხოეთის რვა მოქალაქე დააკავეს. გამოცემა Anadolu-ს ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა სპეცოპერაცია სტამბოლის ცხრა რაიონში 14 სხვადასხვა მისამართზე ჩაატარეს.

თურქმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია 11 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ დაგეგმეს, რომლებიც სავარაუდოდ, ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.

დანარჩენი სამი ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი