თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 297 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 297 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში თურქეთში ვირუსი ლაბორატორიულად 61 400 ადამიანს დაუდასტურდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 35 031 ადამიანი.