თურქეთში გარკვეული ჯგუფებისთვის ე.წ. ბუსტერ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი
თურქეთში გარკვეული ჯგუფებისთვის ე.წ. ბუსტერ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „ბუსტერ“ დოზას იმ ადამიანებს გაუკეთებენ, რომლებმაც ვაქცინაციის კურსი ექვსი თვის წინ გაიარეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ფაიზერის“ ბუსტერის გაკეთებას 60 წელს გადაცილებული ადამიანები შეძლებენ. ასევე ის დასაშვები ხდება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, ექიმებისთვის და მაღალი რისკის ჯგუფებისთვის“ – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ გააკეთა.
სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მოსახლეობის 67 პროცენტს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. 59 პროცენტი კი სრულად არის ვაქცინირებული.
„აუცილებელია ამ მაჩვენებლის 70 პროცენტამდე აწევა იმისთვის, რომ მივაღწიოთ კოლექტიურ იმუნიტეტს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.