თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
აფეთქებისას დაშავებულებსა და დაღუპულებზე ცნობები ჯერ არ გავრცელებულა. ქარხნის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ აფეთქების დროს შენობაში 150-200 ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების ხმა ქარხნიდან 50 კილომეტრის რადიუსში ისმოდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების მანქანები და სამაშველო ბრიგადები.
ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.