თურქეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქება მოხდა 
თურქეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქება მოხდა 

თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

აფეთქებისას დაშავებულებსა და დაღუპულებზე ცნობები ჯერ არ გავრცელებულა. ქარხნის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ აფეთქების დროს შენობაში 150-200 ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების ხმა ქარხნიდან 50 კილომეტრის რადიუსში ისმოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების მანქანები და სამაშველო ბრიგადები.

ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.