თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 67 ადამიანი დააკავეს
თურქეთში აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 67 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაკავებულებს შორის მოქმედი და ყოფილი სამხედროები არიან.
სპეცოპერაცია თურქეთის 19 პროვინციაში ჩატარდა.
ფეთჰულა გიულენსა და მის ორგანიზაცია „ფეტოს“ თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს.