თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თოთხმეტამდე გაიზარდა, დაშავებულია 225 ადამიანი
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თოთხმეტამდე გაიზარდა. კიდევ 225-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას თურქეთის ხელისუფლება ადასტურებს.
სხვადასხვა ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 6,7-დან 6,9 მაგნიტუდას აღწევდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო.
სხვადასხვა ცნობებით, ათობით შენობა დაინგრა ან დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურები.
მიწისძვრის შემდეგ ერთ-ერთ სახლში ცეცხლი გაჩნდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.