თურქეთში ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევა ანკარაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ანკარას სადგურთან ესტაკადას შეეჯახა.
წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია. მატარებელი ანკარა-კონიას რეისს ასრულებდა.