თურქეთში კორონავირუსის პანდემიას გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 57 ადამიანი ემსხვერპლა.
გამოვლენილია ინფიცირების 1977 ახალი შემთხვევა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 133 721 ადამიანს დაუსვეს. მათგან 83 ათასამდე პაციენტი უკვე განიკურნა, 3641 კი გარდაიცვალა.