თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 57 ადამიანი გარდაიცვალა

00:07, 08.05.2020

თურქეთში კორონავირუსის პანდემიას გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 57 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოვლენილია ინფიცირების 1977 ახალი შემთხვევა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 133 721 ადამიანს დაუსვეს. მათგან 83 ათასამდე პაციენტი უკვე განიკურნა, 3641 კი გარდაიცვალა.

მსგავსი