თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 29 762 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 29 762 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში წელს დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში თურქეთში ვირუსს 146 პაციენტი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა ოდენობა სამ მილიონს აჭარბებს. მათ შორის ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 30 500-მდე პაციენტისთვის.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში უკვე ათვისებულია 14 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა.