თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 64 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის მინისტრზე, ფაჰრეთინ კოცაზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ქვეყანაში 3584-ს მიაღწია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი თურქეთში 4917-ით გაიზარდა და ჯამში 78 202 შეადგინა. გამოვლინდა ინფიცირების 2253 ახალი შემთხვევა.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსი სულ 131 744 ადამიანს დაუდასტურდა.