თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 64 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის მინისტრზე, ფაჰრეთინ კოცაზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ქვეყანაში 3584-ს მიაღწია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი თურქეთში 4917-ით გაიზარდა და ჯამში 78 202 შეადგინა. გამოვლინდა ინფიცირების 2253 ახალი შემთხვევა.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსი სულ 131 744 ადამიანს დაუდასტურდა.