თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1562 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1562 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 15 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ივნისის დასაწყისიდან დღემდე, თურქეთში ინფექციის ახალი შემთხვევების რიცხვმა მოიმატა. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი 2 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც გამოვლინდა 786 ახალი ინფიცირებულია.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, საერთო ჯამში თურქეთში ვირუსი დაუდასტურდა 178 239 ადამიანს, „კოვიდ-19“-ისგან 4807 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი თურქეთში 151 417-ს შეადგენს.