თურქეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააპატიმრეს. თურქული მედიის ცნობით, ისინი იზმირის პოლიციამ აიყვანა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა რვა ბინა გაქურდეს. ამოღებულია დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი სამკაული.
თურქული მედია დაკავებულების ინიციალებს ავრცელებს. მათი ასაკი 20-დან 28 წლამდე მერყეობს.
პოლიციაში ამბობენ, რომ დანაშაულებრივ ჯგუფს მეოთხე წევრიც ჰყავდა, თუმცა ის სასამართლომ გაათავისუფლა.
სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ დაკავებულებმა სულ მცირე ორი ბინა ანკარაში გაძარცვეს. მათივე ინფორმაციით, ნაძარცვი ნივთების გაყიდვიდან მიღებულ თანხას საქართველოში მყოფ კრიმინალებს უგზავნიდნენ.