თურქეთში ავტოკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავებულია, რვა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შვიდი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა ერთმანეთს, სამი ავტობუსი და სატვირთო მანქანა.
ერთ-ერთი ვერსიით, ავტოკატასტროფის მიზეზი ნისლი და მისგან გამოწვეული დაბალი ხილვადობა იყო.