თურქეთში ავტოკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში ავტოკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ავტოკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 44 კი დაშავდა.

თურქული სააგენტო Anadolu Agency-ის ცნობით,  შემთხვევა დილით ადრე თურქეთის პროვინცია ესკიშეჰირში მოხდა.

მგზავრები ექსკურსიაზე მიდიოდნენ, როცა ესკიშეჰირ-ბირსას მაგისტრალზე ავტობუსი ხეებს შეეჯახა.

პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია.

ავტობუსის მძღოლი და მისი თანაშემწე დაკავებული არიან.