თურქეთში ავტობუსის გადატრიალების შედეგად ხუთი სამხედრო მოსამსახურე და მძღოლი დაიღუპნენ
თურქეთში სამხედრო ავტობუსის გადატრიალების შედეგად, ხუთი თურქი სამხედრო მოსამსახურე და მძღოლი დაიღუპნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციაში მოხდა. კიდევ ათი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა თურქეთის თავდაცვის მინისტრი.