თურქეთში ავარიით 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ბავშვი
თურქეთში ავარიით 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ბავშვი

თურქეთის ბითლისის პროვინციაში, ჰიზანის რაიონში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა შვიდი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული მონაცემებით, მიკროავტობუსს ადგილობრივი მცხოვრებლები გადაჰყავდა.

გარდაცვლილთა შორის ექვსი ბავშვია.