თურქეთში არალეგალი მიგრანტების ევროპაში გადაყვანაში მონაწილე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
თურქეთში არალეგალი მიგრანტების ევროპაში გადაყვანაში ჩართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. როგორც თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, მათ მიერ დაკავებული კრიმინალები ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან წამოსულ მიგრანტებს ევროპაში გადასვლაში წლების განმავლობაში უწყობდნენ ხელს.
გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულ პირებს კავშირი აქვთ უკრაინაში, იტალიასა და საბერძნეთში მოქმედ დამნაშავეებთანაც.
სპეცოპერაციის შედეგად თურქმა სამართალდამცავებმა დააპატიმრეს 569 უკანონო მიგრანტი. მათ ჩამოართვეს ექვსი ავტომობილი და ექვსი ნავი, რომლითაც ავღანელი, ერაყელი და სირიელი მიგრანტები ევროპაში გადაჰყავდათ.
გამოძიების ცნობით, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ჩართული პირები წელიწადში ორი მილიონი ევროს შემოსავალს იღებდნენ. ჩხრეკის დროს პოლიციამ ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკები.