თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 21 პირი დააკავეს.
ოპერაცია ქვეყნის სამხრეთ -აღმოსავლეთით, რამდენიმე პროვინციაში ჩატარდა.
გავრცელებული ცნობით, ქაისერის რეგიონში ისლამური სახელმწიფოს 10 ტერორისტი აიყვანეს. 10 ერაყელი დააკავეს სამსუნის პროვინციაში, კიდევ ერთი პირი, ქურთების მუშათა პარტიის წევრი, სირიიდან საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისას სანლიურფაში დააპატიმრეს.