თურქეთში Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს ციხიდან გაათავისუფლებენ
თურქეთის სასამართლომ Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის ციხიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ტანერ კილიჩის დაპატიმრება დასავლეთის ქვეყნების მხრიდან თურქეთის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი იყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის თურქეთის ოფისის ხელმძღვანელს მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდება ჰქონდა წარდგენილი.
ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ტანერ კილიჩი საპატიმროდან ჯერ გამოუშვიათ.