თურქეთში Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს ციხიდან გაათავისუფლებენ

17:11, 15.08.2018

თურქეთის სასამართლომ Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის ციხიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ტანერ კილიჩის დაპატიმრება დასავლეთის ქვეყნების მხრიდან თურქეთის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი იყო.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის თურქეთის ოფისის ხელმძღვანელს მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდება ჰქონდა წარდგენილი.

ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ტანერ კილიჩი საპატიმროდან ჯერ გამოუშვიათ.

მსგავსი