თურქეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში „კოვიდ-19“-ის, ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ახალი შემთხვევებიდან ორი პირველ პაციენტთან არის დაკავშირებული, დანარჩენები კი, ქვეყანაში ევროპიდან და აშშ-დან ჩავიდნენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით 18 ადამიანია ინფიცირებული.