თურქეთში აკადემიკოსებმა პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გამართეს
თურქეთში აკადემიკოსებმა პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გამართეს

თურქეთში აკადემიკოსებმა პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გამართეს. ინფორმაციას „ანადოლუ” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დემონსტრაციაზე ათასობით აკადემიკოსი და სხვადასხვა უნივერსიტეტის პერსონალი შეიკრიბა.

საპროტესტო აქცია სტამბოლის უნივერსიტეტის წინ გაიმართა, ორგანიზატორები კი „ისლამური ქვეყნების აკადემიკოსთა ასოციაცია“ და სოლიდარობისა და თანამშრომლობის ასოციაცია „ჯიჰან ალ-უმმა“ იყვნენ. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები, რომლებზეც ეწერა: „ისრაელი მკვლელია“ და „დასავლეთის პოზიცია ორმაგი სტანდარტია“.

ამასთან ერთად, როგორც მედია წერს, საპროტესტო აქციები და მსვლელობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს.