თურქეთში, აფრინის სამხედრო ოპერაციის პროტესტისთვის 192 ადამიანი დააკავეს
თურქეთში, აფრინის სამხედრო ოპერაციის პროტესტისთვის 192 ადამიანი, ხოლო სოციალურ მედიაში ტერორისტული პროპაგანდისთვის 474 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ კვირიან შეფასებით მიმოხილვაში ნათქვამია, რომ თურქეთის არმიის საჰაერო და სახმელეთო ელემენტების, ჟანდარმერიის სპეციალური ოპერაციების დანაყოფის, ასევე ჟანდარმერიის კომანდოსა დანაყოფის მონაწილეობით და შიდა უსაფრთხოების ოპერაციების ფარგლებში 1 053 ოპერაცია ჩატარდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციების პროპაგანდისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება 655 საზოგადოებრივ გაერთიანებას, სასამართლო წარმოება კი 243 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო.