თურქეთში აცხადებენ, რომ ანკარა მუშაობს უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების გასაახლებლად
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა მუშაობს უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების გასაახლებლად.
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება შარშან, ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ეს შეთანხმება 2022 წლის ნოემბერში გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მარტს იწურება.
„ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ამ შეთანხმების დაუბრკოლებელ იმპლემენტაციასა და გახანგრძლივებაზე“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ საკითხზე მევლუთ ჩავუშოღლუ გაერო-ს გენერალურ მდივანს ესაუბრა.
გასულ კვირას რუსეთში განაცხადეს, რომ არ დათანხმდებიან ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას, თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რუსი მწარმოებლების ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული.