თურქეთში აცხადებენ, რომ ანკარა მუშაობს უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების გასაახლებლად

13:14, 05.03.2023

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა მუშაობს უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების გასაახლებლად.

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება შარშან, ივლისში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ეს შეთანხმება 2022 წლის ნოემბერში გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მარტს იწურება.

„ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ამ შეთანხმების დაუბრკოლებელ იმპლემენტაციასა და გახანგრძლივებაზე“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ საკითხზე მევლუთ ჩავუშოღლუ გაერო-ს გენერალურ მდივანს ესაუბრა.

გასულ კვირას რუსეთში განაცხადეს, რომ არ დათანხმდებიან ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას, თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რუსი მწარმოებლების ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული.

მსგავსი