თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ბრალდებულ 33 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებულ 33 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ისინი კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში ცნო დამნაშავედ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
მსჯავრდებულთა შორის ერთი გენერალია, რომლის სახელი არ საჯაროვდება.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 15 ივლისს განხორციელდა. ანკარა ხელისუფლების დამხობის მცდელობის ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს, ფეთჰულა გიულენს სდებს ბრალს.
არშემდგარი ამბოხის შემდეგ თურქეთში 77 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, 150 ათასი სამხედრო მოსამსახურე და საჯარო მოხელე კი სამსახურიდან დაითხოვეს.