თურქეთს სირიის საზღვრისკენ მოდერნიზებული ჯავშანტექნიკა გადაჰყავს, – ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
გაზეთი Milliyet-ი წერს, რომ M60T ტიპის ტანკები სატვირთო ავტომობილებით ანტაკიას პროვინციაში მიემართება.
თურქული მედიის თანახმად, ტანკები სირიის სასაზღვრო ზონაში განთავსდება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ სირიაში თურქეთის ორი სამხედრო ოპერაციის „ევფრატის ფარისა“ და „ზეთისხილის რტოს“ შემდეგ, ანკარამ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს.