თურქეთმა, პირველი შიდაწარმოების, შორი მანძილის სარაკეტო თავდაცვის სისტემა Siper გამოსცადა
თურქეთის რესპუბლიკამ, პირველი შიდაწარმოების, შორი მანძილის სარაკეტო თავდაცვის სისტემა Siper გამოსცადა.
ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა ანკარამ წარმატებით მიაღწია კიდევ ერთ ეტაპს ადგილობრივი გრძელვადიანი და მრავალფენიანი თავდაცვის სისტემის შემუშავებაში.
„ჩვენ აღმოვფხვრით ყველა საფრთხეს ჩვენს საჰაერო სივრცეში Siper-ით, რომლის მიღებას შეიარაღებულ ძალებში 2023 წელს ვგეგმავთ“, – აღნიშნა დემირმა.
დემირის განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს ახალი იარაღის წარმოებას და ექნება ექვსი სხვადასხვა მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა.
Siper-ის პროექტს ხელმძღვანელობენ ადგილობრივი თავდაცვის კომპანიები და თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭო.