თურქეთმა ღაზის სექტორში მცხოვრებლების დასახმარებლად ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
თურქეთმა სამედიცინო პერსონალი და მედიკამენეტები გააგზავნა ეგვიპტეში, რათა ღაზის სექტორში მცხოვრებმა ადამიანებმა საჭირო ჰუმანიტარული დახმარება მიიღონ.
ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩვენი თვითმფრინავი აფრინდა ღაზის დასახმარებლად. საპრეზიდენტო თვითმფრინავი სავსეა მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით, ასევე, იმყოფება 20 ექიმი. ისინი ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრნენ“, – წერს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.