გერმანიაში თურქულ მეჩეთზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, თურქეთმა გერმანიას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
„დღეს სამინისტროში, ანკარაში გერმანიის ელჩი დავიბარეთ. გადავეცით შესაბამისი გაფრთხილება და დიპლომატიური ნოტა “,- აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ანკარაში ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს.
თურქეთი მოუწოდებს გერმანიის მთავრობას, დაუყონებლივ მიიღოს ზომები იმისთვის, რომ ქვეყანაში მცხოვრები თურქული სათვისტომო თავს დაცულად გრძნობდეს.
როგორც ცნობილია 9 მარტს გერმანიაში მეჩეთზე ორი თავდასხმა მოხდა, 2017 წლის განმავლობაში კი გერმანიაში მუსლიმებზე 950 თავდასხმა განხორციელდა, მათგან 60- მეჩეთზე.