თურქეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წერილით მიმართა, რომელშიც ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს
თურქეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წერილით მიმართა, რომელშიც ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

თურქეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წერილით მიმართა, რომელშიც ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ, თურქეთთან ერთად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთობლივი წერილით  53-მა ხელმომწერმა მიმართა.

წერილი, რომელიც თურქეთის ინიციატივით მომზადდა, ხელმოწერილია 52 ქვეყნისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და გაერო-ში პირველ ნოემბერს წარადგინეს. ხელმომწერებს შორის იყვნენ: საუდის არაბეთი, ბრაზილია, ალჟირი, ჩინეთი, ირანი და რუსეთი, ორგანიზაციებს შორის კი – არაბული ლიგა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

„ჩვენ ყველა შესაძლებლობისას უნდა გავიმეოროთ, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა გენოციდში თანამონაწილეობას ნიშნავს“, – განაცხადა ფიდანმა პრესკონფერენციაზე.