თურქეთის სამხედრო ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციები დაბომბა.
თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ საჰაერო იერიშის შედეგად, 12 მებრძოლი განეიტრალდა, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ. ავიაიერიშები ჰაკურკის რეგიონში განხორციელდა.
„ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
აღნიშნული დაჯგუფების წინააღმდეგ ანკარამ სამხედრო კამპანია 2015 წლის შემდეგ განაახლა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2015 წლის შემდეგ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ თავდასხმებს 1 200-ზე მეტი მოქალაქე და უსაფრთხოების ძალების წევრი ემსხვერპლა.