თურქეთმა დახურა მთავარი სასაზღვრო გადასასვლელები ჩრდილო-დასავლეთ სირიასთან მას შემდეგ, რაც თურქულ ჯარებს სირიელების მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს
თურქეთმა დახურა მთავარი სასაზღვრო გადასასვლელები ჩრდილო-დასავლეთ სირიასთან მას შემდეგ, რაც თურქულ ჯარებს სირიელების მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს

თურქეთმა დახურა მთავარი სასაზღვრო გადასასვლელები ჩრდილო-დასავლეთ სირიასთან მას შემდეგ, რაც თურქულ ჯარებს სირიელების მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ თურქეთში, კერძოდ, ქალაქ კაისერიში მცხოვრები სირიელი მამაკაცი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ თურქებსა და სირიელებს შორის არეულობა მოხდა თურქეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, კაისერიში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს, შენობებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, თურქეთში პოლიციამ დააკავა 474 ადამიანი, რომლებიც სირიულ თემზე თავდასხმებში მონაწილეობდნენ.

ამასთან, შეტაკება მოხდა სასაზღვრო ქალაქ აფრინში, სადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. იერლიკაიას თქმით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.