თურქეთმა და რუსეთმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ეს-500“-ის ერთობლივ წარმოებაზე შესაძლოა, შეთანხმება გააფორმონ
თურქეთმა და რუსეთმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ეს-500“-ის ერთობლივ წარმოებაზე შესაძლოა, შეთანხმება გააფორმონ. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თუ არიან ქვეყნები, რომლებიც ანკარას წინააღმდეგ მუქარის პოზიციიდან საუბრობენ, მაშინ თურქეთმა თავდაცვა უნდა გააძლიეროს.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“-ის შეძენას თურქეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება უწოდა და აღნიშნა, რომ საზენიტო სისტემას ანკარა სამხედრო მოქმედებისთვის არ ამზადებს და მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობს.
თურქეთში „ეს-400“-ის განთავსება 12 ივლისს დაიწყო.