თურქეთმა და ნიდერლანდებმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს. რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთის ელჩი ჰააგაში დაბრუნდება და საქმიანობას გააგრძელებს, ჰოლანდიის ელჩი კი ანკარაში.
ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ნიდერლანდებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჰოლანდიამ თურქ მინისტრებს, რეჟეპ ტაიპ ერდოღანის მხარდამჭერი აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ამ ინციდენტის შემდეგ ორივე ქვეყანამ ელჩები გაიწვია