თურქეთმა ჩინეთისგან განმარტება მოითხოვა წარწერასთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთის მიერ სომხეთში გაგზავნილ სამედიცინო ტვირთზე იყო დატანილი
თურქეთმა ჩინეთისგან განმარტება მოითხოვა წარწერასთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთის მიერ სომხეთში გაგზავნილ სამედიცინო ტვირთზე იყო დატანილი

თურქეთმა ჩინეთისგან განმარტება მოითხოვა იმ წარწერასთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთის მიერ სომხეთში გაგზავნილი სამედიცინო აღჭურვილობის შეფუთვაზე იყო დატანილი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

საუბარია წარწერაზე, რომელშიც თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე მთა აღრია (არარატი) მოხსენიებული.

კერძოდ, ამ წარწერაში ვკითხულობთ: „დაე, ჩვენი მეგობრობა იყოს მთა არარატზე მაღალი და მდინარე იანძიზე გრძელი“.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათ მოისმინეს თურქეთში ჩინეთის ელჩის, დენგ ლის განმარტება, რომლის თქმითაც, აღნიშნული გზავნილი სომხეთისთვის ჩინეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაამზადა, მასზე წარწერა მხოლოდ ჩინურ ენაზე იყო შესრულებული და მთა აღრი ნახსენები არ არის. ინგლისურენოვანი წარწერა კი შეფუთვას მოგვიანებით დაემატა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ელჩი თურქეთის სუვერენიტეტის მიმართ, სრულ პატივისცემას გამოთქვამს და თურქეთს ინციდენტის გამოძიებას ჰპირდება.